ჩვენ ვართ ქართული კომპანია DAFIRobotics Georgia რომელიც ნერგავს საქართველოს ბიზნესში AI სერვის რობოტებს. ჩვენი რობოტები ეხმარებიან ბიზნესებს მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაში და თანამედროვე ბიზნესის იმიჯის შექმნაში. ჩვენი პარტნიორია, ჩინური კომპანია OrionStar. რომელიც გლობალური ლიდერია AI რობოტიკის სფეროში.
რას ვაკეთებთ?
ჩვენ ვნერგავთ ქართულ ბიზნესში AI სერვის რობოტებს, რომლებიც ეხმარებიან ბიზნეს განვითარებაში და ქმნიან მას ინოვაციურს.
AI რობოტის შერჩავა — ჩვენი გუნდი მოგეხმარებათ თქვენი ბიზნესის საჭიროებას მოარგონ რობოტი
მიწოდება და მონტაჟი — ჩვენ გთავაზობთ სწრაფ ლოგისტიკას და უსაფრთხო მონტაჟს, რათა რობოტი არ დაზიანდეს და პირველივე დღიდან გამართულად იმუშაოს
პერსონალის ტრენინგი — ჩვენი გუნდი აუხსნის თქვენს პერსონალს თუ როგორ გამოიყენონ რობოტი
ტექნიკური მხარდაჭერა — ჩვენ სულ მზად ვართ დაგეხმაროთ და ოპერატიულად მოგიგვაროთ რობოტის გამართულობასთან ნებისმიერი პრობლემა
ვის ვემსახურებით ჩვენ?
ჩვენი AI რობოტები მრავალფუნქციურები არიან. მათი ინტეგრაცია შესაძლებელია როგორც HoReCa სექტორში, ასევე ბანკებში, ოფისებში, სავაჭრო ცენტრებში, კლინიკებში, სავაჭრო ცენრრებში, Retail მაღაზიებში, ქარხნებსა და საწყობებში
AI რობოტი რესტორან-კაფეში
ჩვენი რობოტები რესტორნებში მომხმარებლის და პერსონალის საუკეთესო დამხმარეები არიან. ჭკვიანი რობოტი-მიმტანი ეხმარება პერსონალს და ასრულებს რუტინულ დავალებებს როგორიცა სტუმრების დახვედრა, მაგიდამდე გაცილება, შეკვეთის მიტანა, დასვრილი ჭურჭლის სამრეცხაოში მიტანა. ასევე ჩვენი რობოტი არის კარგი მარკეტინგული საშუალება რადგან ის აცნობებს სტუმრებს აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ და ქმნის WOW ეფექტს. ჩვენი რობოტი აუმჯობესებს თქვენი მომხმარებლის მომსახურების ხარისხს და ზოგავს თქვენი გუნდის დროს და ძალებს.
AI რობოტი Retail მღაზიებში
ჩვენი რობოტები სავაჭრო მაღაზიებში პერსონალის და მომხმარებლების საუკეთესო დამხმარეები არიან. ჭკვიანი რობოტი-პრომოუტერი აღჭურვილია თაროებით, რაც მას საშუალებას აძლევს თავად შესთავაზოს მომხმარებელს პროდუქცია და მიაწოდოს ინფორმაცია ფასდაკლებებზე. ასევე რობოტი ეხმარება სტუმრებს სასურველი ნივთის პოვნაში (ნავიგაცია), ხოლო პერსონალს — საწყობიდან თაროების შევსებად სიმძიმეების გადაადგილებაში და რუტინული სამუშაოების შესრულებაში. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მაღაზიის მუშაობის ეფექტურობას.
AI რობოტი ჰოტელში
ჩვენი რობოტები სასტუმროებში პერსონალისა და სტუმრების საუკეთესო დამხმარეები არიან. ჭკვიანი სერვის-რობოტი უზრუნველყოფს სტუმრების მიღებასა ლობიში, აწვდიან ინფორმაციას სასტუმროს სერვისებზე, ეხმარებიან ბარგის საკვების, ან სხვა რაიმე ნივთის ტრანსპორტირებაში ნომრამდე და ათავისუფლებენ პერსონალს რუტინული საქმეებისგან. ეს ამაღლებს მომსახურების ხარისხს და ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას თქვენი სტუმრებისთვის. ხოლო პერსონალს კი უმსუბუქებს მუშაობას და თავს არიდებინებს რუტინული დავალებებისგან
AI რობოტი კლინიკების რესეპშენზე
ჩვენი რობოტები კლინიკებში პერსონალისა და პაციენტების საიმედო დამხმარეები არიან. ისინი ხვდებიან სტუმრებს მისაღებში, აწვდიან ინფორმაციას კლინიკის შესახებ და ეხმარებიან ნავიგაციაში. მიაცილებენ მათ საჭირო კაბინეტამდე. პარალელურად, რობოტები სტუმრებს აცნობენ მიმდინარე აქციებსა და სამედიცინო სერვისებს. პერსონალისთვის კი რობოტები შეუცვლელი ინსტრუმენტია. ისინი უზრუნველყოფენ მედიკამენტების, დოკუმენტებისა და სხვადასხვა ნივთების უსაფრთხო ტრანსპორტირებას კლინიკის შიგნით. რუტინული საქმეების რობოტებზე დელეგირება მნიშვნელოვნად განტვირთავს გუნდს და მათთვის უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის, ხოლო პაციენტებს, მაღალი დონის მომსახურებასა და სრულიად ახალ ემოციებს სთავაზობს.
AI რობოტი ქარხანაში და საწყობში
ჩვენი რობოტიზებული გადაწყვეტილებები ქარხნებისთვის ფოკუსირებულია ადამიანისა და რობოტის ეფექტურ თანამშრომლობაზე. მოწინავე ტექნოლოგიები ზრდის პროდუქტიულობას, ქმნის პერსონალის სამუშაოს უფრო მარტივს და მსუბუქს. ეს გადაწყვეტილება ეხმარება ქარხნებს ეფექტურობის ამაღლებაში და წარმოების ავტომატიზაციის პროცესზე წარმატებულ გადასვლაში.
AI პრომო რობოტი მარკეტინგისთვის
LuckiBot+ არ არის მხოლოდ სერვის-რობოტი — ის თქვენი ჭკვიანი სარეკლამო ინსტრუმენტიცაა. რობოტის წინა მხარეს დამონტაჟებული HD ეკრანის მეშვეობით, მას შეუძლია სტუმრების მომსახურების პარალელურად აჩვენოს სარეკლამო ვიდეოები, მენიუ ან სპეციალური შეთავაზებები. ამგვარად, ის არა მხოლოდ აუმჯობესებს სერვისს, არამედ ზრდის თქვენი მარკეტინგის ეფექტურობას და ყოველ ინტერაქციას რეკლამირების შესაძლებლობად აქცევს.
ჩვენი სერვისის არჩევისას თქვენ მიიღებთ
ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს: მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, პერსონალის რუტინული პროცესების ოპტიმიზაციაში, კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევაში და ბრენდის იმიჯის გაძლიერებაში.
პერსონალის ეფეკტურობის გაუმჯობესება
ჩვენი რობოტები საკუთარ თავზე იღებენ რუტინულ სამუშაოს, რაც პერსონალს აძლევს შესაძლებლობას დაკავდეს უფრო მნიშვნელოვანი დავალებით რაც შემდგომ მნიშვნელოვნად ზრდის პერსონალის უფუქტურობას
მომხმარებელთა მომსახურების ამაღლება
ჩვენი რობოტები გეხმარებიან თქვენი მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში. ისინი მომსახურების პროცესს უფრო სწრაფს, ზუსტსა და დასამახსოვრებელს ხდის.
ინოვატორობა
მომხმარებელთა 50% ბრუნდება მარკეტინგული „WOW“ ეფექტის გამო, რაც ბაზარზე თქვენს ბიზნესს კონკურენტების ფონზე ინოვაციურს ხდის, ბრენდს კი უფრო ცნობადს.
ჩვენი AI რობოტები
LUCKI BOT
LUCKI BOT PLUS
LUCKI BOT PRO
NOVA BOT
CARRY BOT
CLEANI BOT
ვიდეო მასალა
https://www.youtube.com/watch?v=3isqGFKVVDw ; LuckiBot Pro
https://www.youtube.com/watch?v=_enu7L_K1_M ; LuckiBot
https://www.youtube.com/watch?v=iXXamxae2vg ; NovaBot
https://www.youtube.com/watch?v=TX6w1Drgxv4 ; NovaBot Mini
https://www.youtube.com/watch?v=Ipdqg_Q0U3U ; CarryBot
https://www.youtube.com/watch?v=qU3J0svliAY ; CleaningBot
სერვის-რობოტებს შეუძლიათ შეამცირონ პერსონალის დატვირთვა, დააჩქარონ მომხმარებლის მომსახურება და შექმნან “WOW” მარკეტინგული ეფექტი,
HoReCa, ბანკები, ოფისები, სავაჭრო ცენტრები, კლინიკები, Retail მაღაზიები, ქარხნები და საწყობები
ჩვენ ვთავაზობთ სრულ გადაწყვეტილებას, შერჩევიდან ტექნიკურ მხარდამჭერამდე
რობოტებს მოყვება 1 წლიანი გარანტია, რომელიც იზრუნველყოფს შეკეთების სრულ სერვის თუ რაიმე ქარხნული ნაკლია, ხოლო თუ თქვენ დააზიანებთ, ჩვენი ტექნიკოსები დაგეხმარებიან მთელ საქართველოს მაშტაბით.